"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!"

  • 21 მაისი 15:11

ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გაუკეთეს და ამის თაობაზე ასევე ქართველმა ექიმმა შეატყობინა, რომელიც ნიუ იორკში 28 წელია, მუშაობს.

გთავაზობთ მის სტატუსს:


„ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!!!!


ქართველ ექიმთან გავიარე კონსულტაცია რომელიც 28 წელია, ნიუ იორკში მუშაობს.


– ვინ გაგიკეთა ოპერაცია?


– ნინო …მ ( გვარს შეგნებულად არ ვწერ). მითხრეს, რომ ნომერი მეორე ქირურგია ამ სფეროში.


– რა უცნაურია, არადა, მანდ ყველა პირველობას იბრალებს ( გაეღიმა). აბსოლუტურად სხვა პრობლემა გაქვთ და სხვა ადგილას. ქირურგი საერთოდ არ გჭირდებათ.


ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერი მეორე როა საქართველოში, ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო, ვინ იცის!!!!“