გორში 9 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე განაჩენი 27 მაისს გამოცხადდება

  • imedinews.ge
  • 21 მაისი 15:11

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე განაჩენი 27 მაისს გახდება ცნობილი.

დღევანდელ პროცესსზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, დასკვნით სიტყვაში ყურადღება გამახვილდა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი

„ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები და ის, თუ რა დასტურდება. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია"- განაცხადა გუგუტიშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge