საფრანგეთის მოქალაქეს ინდონეზიაში, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სიკვდილი მიესაჯა

  • primetime.ge
  • 20 მაისი 21:23

საფრანგეთის მოქალაქეს ინდონეზიაში სიკვდილით დასჯა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც პროკურორებმა მისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. ამის შესახებ BBC news-ი იუწყება.

35 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ფელიქს დორფინი, ინდონეზიის კუნძულ ლიმბოკზე, 3 კგ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვისთვის დააკავეს. მისი დაკავება 2018 წლის სექტემბერში კუნძულის აეროპორტში მოხდა.


როგორც დორფინის ადვოკატმა განაცხადა, ისინი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.


ინდონეზიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონები მოქმედებს. მათ შორის არის სიკვდილით დასჯაც. 


 




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge