სამეფო კარის თამაშების ბოლო სერია 30 000 - მდე ადამიანმა ერთი ვარსკვლავით შეაფასა

  • primetime.ge
  • 20 მაისი 19:27

სამეფო კარის თამაშების ბოლო სერია 30 000 - მდე ადამიანმა ერთი ვარსკვლავით შეაფასა.

საერთოდ, სერიალის ისტორიაში მე-8 სეზონის მე-6 და  ფინალურ  სერიას ყველაზე დაბალი, 4.8 შეფასება აქვს IMDB-ზე. 


ფანები მე-8 სეზონით გაწბილებუნი არიან და ამბობენ, რომ ასეთი სერიალის ნაადრევად დასრულება არასწორია. 


მაყურებლებმა პეტიციაც კი შექმნეს, რასაც ორ მილიონზე მეტი ფანი აწერს ხელს. პეტიციის მოთხოვნაა,  სამეფო კარის თამაშების რეჟისორებმა მე-8 სეზონი სრულიად სხვა ფორმატში, შეცვლილი სცენარით გადაიღონ.


აღსანიშნავია, რომ  სერიალის ბოლო ეპიზოდი 10 ვარსკვლავით მხოლოდ,   13,413-მა ადამიანმა შეაფასა. 




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge