ირაკლი კობახიძის დისა და სასიძოს ცეკვის კადრები ნათლობიდან

  • primetime.ge
  • 20 მაისი 18:44

სოფო ბედიამ და მიშა მესხმა 18 მაისს ვაჟი მონათლეს. ბავშვს შვიდი ნათლია ჰყავს - ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, დავით ფაცაცია, ირაკლი ქუთათელაძე, გურამ ყოჩიაშვილი, მაიკო ჩხეტიანი და თიკა შერაზადაშვილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ სოფო ბედიამ განუცხადა, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პირობა მისცა, „შვილი რომ გეყოლებათ, მინდა მოგინათლოთო...".


ნათლობაში სოფოსთან და მიშასთან ერთად იცეკვა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დამ და სასიძომ, ქეთი კობახიძემ და დავით ფაცაციამ. ნათლობიდან გთავაზობთ ვიდეოკადრებს.


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge