"ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება - ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა"

  • 20 მაისი 17:50

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი 2019 წლის 19 მაისის შუალერდურ და რიგგარეშე არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ  ზუგდიდში სანდრას კანდიდატურის წამოყენებით არსებული რეალური რევანშის საფრთხე ადგილობრივებმა ღირსეულად შეაჩერეს.


"პირველი და არახალი - ნაც.მოძრაობას ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს ხალხი! ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება და მოახერხა ის რასაც ვერ (არ) ახერხებს ქართული ოცნება, ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა, რაც კონკრეტულად სანდრას კანდიდატურის წამოყენებით რეალური საფრთხე იყო.


მეორე და მეტად მნიშვნელოვანი - მთაწმინდაზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დატოვებული, შესაბამისად უმრავლესობა არ წავიდა არჩევნებზე.
ეს ორი ფაქტორი განაპირობებს რეალურ პოლიტიკურ მოცემულობას საქართველოში. არ მაქვს იმედი, რომ ქართული ოცნება ამას გაიაზრებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამისათვის არანაკლები სიგნალი იყო, მაგრამ მათ მურუსუძის უვადოობაში დაინახეს ხსნა!


მოქმედების დროა! არ იმსახურებს ხალხი არჩევანის გარეშე დატოვებას, ეს არც ქვეყანას გამოადგება!" - წერს შაქარიშვილი.