ბორჯომის ხეობაში ხანძრი ლოკალიზებულია

  • 15 მაისი 22:05

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გარემოს დაცვისსამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს 30-მდე მეტყევის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.


ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.