ინდოეთში კაცმა 116 ლურსმანი გადაყლაპა

  • imedinews.ge
  • 15 მაისი 18:32

ინდოეთში 43 წლის კაცი ჰოსპიტალში მუცლის არეში მწვავე ტკივილით გადაიყვანეს. ექიმებმა პაციენტის მუცლის ღრუდან 116 ლურსმანი ამოიღეს.

5 სანტიმეტრიანი ლურსმნების გარდა ექიმებმა ლითონის და სადენის ნაწილები იპოვეს - წერს გამოცემა Daily Mail-ი. 

კაცმა ექიმებს ვერ აუხსნა როგორ მოხვდა მის მუცლის ღრუში ლურსმნები. მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ პაციენტი ფსიქოტროპულ აბებს იღებდა. 

ექიმების განცხადებით, კაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან ლურსმნებმამისი მუცლის ღრუ არ დააზიანა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge