ბიტკოინის ფასმა $8000-ს მიაღწია

  • M2B
  • 14 მაისი 13:37

კრიპტობაზარი ზრდას დიდი სისწრაფით განაგრძობს, ჯამური კაპიტალიზაცია 1 კვირაში $50 მლრდ-ით 187-დან 237 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო 9 თვის მაქსიმუმია.

გასული წლის ივლისის შემდეგ პირველად ბიტკოინის ფასმა $8000-ს მიაღწია. ის ბოლო 24 საათში 13%-ით, ბოლო 1 კვირაში კი 35%-ით გამყარდა. მისმა წილმა მთელს კრიპტოკაპიტალიზაციაში 59%-ს გადააჭარბა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის დეკემბრის შემდეგ.


24 საათში 10%-ით, ხოლო 1 კვირაში 17%-ით გამყარდა ეთერიუმი. რიპლი რომელიც ბოლო პერიოდში ძველ კურსს ინარჩუნებდა ერთბაშად 21%-ით გამყარდა და 38 ცენტს მიაღწია.


ბიტკოინ ქეში ბიტკოინის თითქმის ერთი ერთში მიჰყვება. ბოლო 24 საათში ის 12, ხოლო ბოლო 1 კვირაში 35 პროცენტით გამყარდა.


იაშვიათი გამონაკლისის გარდა ძირითადად 5-10 პროცენტის ფარგლებში გამყარდა ყველა სხვა ძირითადი ციფრული ვალუტა: ლაითკოინი, ეოსი, ტრონი, იოტა...


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა M2B