3 ან მეტი მანქანის მფლობელ ოჯახებს შესაძლოა გადასახადი დაეკისროთ

  • M2B
  • 9 მაისი 16:33

ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ -ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის შედეგებში წერია. დოკუმეტი თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და კიდევ არაერთი იგეგმება, თუმცა აუცილებელია მეტი სითამამე და ინოვაციური, თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება.


კვლევის ავტორების შეფასებით, არსებობს ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი, მოსაკრებლის დაწესებაა. კერძოდ, ერთ ოჯახში სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა შესაძლოა, დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს. გარდა ამისა, ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით.


"თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - წერია დოკუმენტის ტექსტში.

სრული ვერსიის ნახვა M2B