Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის კურსი 2.72-ს გადასცდა

  • M2B
  • 7 მაისი 12:25

თურქული ლირის შემდეგ მკვეთრი გაუფასურება ლარმაც დაიწყო, ამ დროისათვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი 2.7222 ლარად ივაჭრება.

ლირა ბოლო 1 თვეში 13%-ით გაუფასურდა, ლარი ჯერჯერობით მხოლოდ 1.1%-ით, თუმცა გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლოა ვარდნა გაგრძელდეს, მაგრამ არა იმავე პროპორციით. 2018 წლის აგვისტოში 2 კვირაში ლარის კურსი 5%-ით 2.45-დან 2.58-მდე გაუფასურდა, იმ პერიოდში ლირის კურსი 32%-ით დაეცა.


თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. 2018 წელს თურქეთიდან $1.47 მლრდ-ს იმპორტი განხორციელდა, მთლიანი იმპორტის 16%, ექსპორტის მოცულობამ კი $232 მლნ, მთლიანი ექსპორტის 6.9%. 2019 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან $316 მლნ-ს იმპორტი განხორციელდა, ექსპორტის მოცულობამ კი $57 მლნ შეადგინა.



ეკონომიკური თეორიის მიხედვით სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება ამ ქვეყნიდან საშუალოვადიან პერსპექტივაში იმპორტის ზრდას იწვევს, მაგრამ ასევე დიდ როლს თამაშობს მოლოდინებიც, რაც ადგილობრივ ვალუტაზეც აისახება.

სრული ვერსიის ნახვა M2B