რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • pia.ge
  • 7 მაისი 11:51, 2019 წელი

რიკოთის გვირაბში დღეიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ამის მიზეზი გვირაბშვი სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოებია.


კერძოდ ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება: დღეს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს - 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზ, სადაც 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge