აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ

  • pia.ge
  • 7 მაისი 11:54, 2019 წელი

აბიტურიენტებს გამოცდის დამატება, ან საგნის შეცვლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

 

საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელა. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ რეგისტრირდებიან,თუმცა უკვე რეგისტრირებულებს ტესტის ტიპის შეცვლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.


 


საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება ქართულ ენაზე ტარდება.


 


აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.


 


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


 


რაც შეეხება საგრანტო კონკურსსა და სამაგისტრო გამოცდას, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 4 600-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, სამაგისტრო გამოდისთვის კი 12 000-მდეაპლიკანტი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge