ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 25 აპრილი 11:26, 2019 წელი

საქართველოს ტერიტორიაზე 28 აპრილის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ამ პერიოდში ტემპერატურა +18-დან +22 გრადუსამდე დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოში დღეს +17 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 26 აპრილს +19 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 27 აპრილს +21 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 28 აპრილს ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება.

დედაქალაქ თბილისში დღეს, 25 აპრილს +17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 26-27 აპრილს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება და უნალექო ამინდი იქნება, 28 აპრილს უნალექო ამინდსა და +25 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge