ვლადივოსტოკში ვლადიმირ პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მიმდინარეობს

  • pia.ge
  • 25 აპრილი 09:57, 2019 წელი

ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.

 

შეხვედრის დაწყებამდე ფხენიანის ლიდერმა პუტინს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან "მნიშვნელოვანი მოლაპრაკება" ექნება.


თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობას განამტკიცებს, ასევე კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების დარეგულირებას შეუწყობს ხელს.


ეს ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.


კიმ ჩენ ინი რუსეთში 24 აპრილს ჩავიდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge