ძლიერი აფეთქება და ხანძარი ფანასკერტელის ქუჩაზე

  • 20 აპრილი 23:52

თბილისში ფანასკენტელის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველი ავრცელებს.

 

მოქალაქე ამბობს, რომ აფეთქების ხმა რამდენიმეჯერ გაიგონა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ლოკაციიდან შეტყობინება შევიდა. როგორც მოქალაქემ გადაუდებელი დახმარების ცენტრს აცნობა, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა.


შემთხვევის ადგილზე უკვე გასულია სამაშველო ჯგუფი.