ქურდობა ქობულეთში - მაღაზიიდან შესაწირი ყუთიც მოიპარეს

  • resonancedaily.com
  • 20 აპრილი 21:47

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მაღაზიიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს.

ყუთში, რომელშიც სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, დაახლოებით, 700 ლარამდე იყო. ქურდებმა ასევე წაიღეს ნავაჭრი თანხა, 170 ლარამდე და საკვები პროდუქტები.

სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის ბოქლომი დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, გვიან ღამით გატეხეს და შიგნით ასე შეაღწიეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com