CNN: ნოტრ-დამში ხანძრის გაჩენის ადგილი ცნობილია

  • imedinews.ge
  • 20 აპრილი 20:27

გამომძიებლებმა დაადგინეს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილში გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ CNN-ი პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. 

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად ნოტრ-დამის სახურავის ცენტრში გაჩნდა, შემდეგ კი შპილის მიმართულებით გავრცელდა. 


ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, დეტექტივებმა ეს განცხადება თვითმხილველების ფოტოებისა და ვიდეოების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.


15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა, რომლის ჩამონგრევის კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა. ნოტრ-დამის კოშკურის აღსადგენად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა.


ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge