ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას

  • 18 აპრილი 16:08

ეს განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.

„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა, როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელებისა და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“, - ამბობს ზაზა დავითაია.

„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.