ზაალ ანჯაფარიძე: თუნდაც ევროპული ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობაში დამადანაშაულონ, სათქმელი უნდა ვთქვა

  • 18 აპრილი 12:21

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას პოლიტიკურად არაკორექტულად მიიჩნევს.

ანალიტიკოსის თქმით, მას ერთი მარტივი კითხვა აქვს - საიდან შეიძლება იცოდეს ვენეციის კომისიამ დღეს, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი პარლამენტი: 

„თუნდაც ევროპული ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობაში დამადანაშაულონ, მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დარჩენილი რაოდენობა მომდევნო პარლამენტმა დაამტკიცოს, არის რბილად რომ ვთქვა, პოლიტიკურად არაკორექტული. თუ რა ქვეტექსტი დევს ამ რეკომენდაციაში ისედაც გასაგებია, არ ჩავუღრმავდები.

ისე ერთი მარტივი კითხვა მაქვს: საიდან შეიძლება იცოდეს ვენეციის კომისიამ დღეს, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი პარლამენტი?“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.