რუსეთი დათანხმდა ესპანეთის მოთხოვნას ქართველ ტარიელ ონიანის გადაცემაზე

  • progressnews.ge
  • 18 აპრილი 11:45

რუსეთი დათანხმდა ესპანეთის მოთხოვნას ქართველ “კანონიერ ქურდის” ტარიელ ონიანის გადაცემაზე. ონიანის ესპანეთში ექსტრადირება უახლოეს დღეებში მოხდება.

ონიანმა სასჯელი მკაცრი ორენბურგის რეჟიმის კოლონია „შავ დელფინში“, სრულ იზოლაციაში მოიხადა.


ესპანეთი ონიანს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და „ფულის გათეთრებაში“ სდებს ბრალს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „კანონიერი ქურდი“ რუსთის ციხეში ესპანეთში ექსტრადირებამდე დარჩება. ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, რომ ონიანი 9 აპრილს დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

სრული ვერსიის ნახვა progressnews.ge