დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტრო გაიყვანონ

  • primetimenews.ge
  • 17 აპრილი 13:09

უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ეს ნიშნავს, რომ ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა მნიშვნელოვანია მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge