ოცნება და მისი რეალიზება

  • თბილისელები
  • 16 აპრილი 18:35

არასდროს თქვათ უარი თქვენს ოცნებაზე, მან ხომ თქვენ ამოგირჩიათ…

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები ძალიან მძაფრია, განცდილი ემოციები გასაოცრად შთამბეჭდავია, გაჩნდი სადღაც და შენთვის ყველაფერი ამოუცნობია, შენი თავიც კი, ვინ ხარ და აქ რატომ ხარ. ბავშვს სამყარო ძალიან მოსწონს და უხარია. თუ თქვენში დიდხანს დარჩება ბავშვი, ცხოვრება გაცილებით ბედნიერი და ფერადი იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ახლა გაჩნდით რომელიღაც ზღაპრულ გარემოში და თვალწინ სრულიად უცნობი სამყარო გადაგეშალათ. ნუ შეგეშინდებათ – ეს სამყარო მაინც იმ „ნაწილებისგან“ იქნება აგებული, რასაც უკვე იცნობთ. საკუთარი თავიც ხომ კარგად ნაცნობია თქვენთვის.
ბავშვი ხშირად ოცნებობს. მას ჯადოსნური სამყაროს წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს. ფიქრობს იმაზე, სადაც გაჩნდა და მომავალში უკეთესი რა იქნება. როგორ გაანებივრებს ეს სამყარო სასიამოვნო სიურპრიზებით. ეს არის ყველაზე დადებითი ემოცია. დიახ, გავიზარდეთ და ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება, მაგრამ არ თქვათ უარი ბავშვობის ოცნებაზე.


ესაა საშუალება, რომელიც ბედნიერებას განგაცდევინებთ. გაუძეხით თქვენს ცხოვრებას წინ! ეს ნიშნავს, არ დაელოდოთ მოვლენებს, იმოქმედეთ და თვითონ შექმენით თქვენთვის სასურველი მომავალი.

წყარო: თბილისელები