ჩაქვში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

  • 1tv.ge
  • 15 აპრილი 19:56

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს.


 

წყარო: 1tv.ge