კაცი უდიდესი პორნოკოლექციის განადგურებისთვის მშობლებს უჩივის

  • 15 აპრილი 15:19

ამერიკის შტატ ინდიანაში მცხოვრები კაცი, სახელად ჩარლი (სახელი შეცვლილია) მშობლებს სასამართლოში უზარმაზარი პორნო კოლექციის განადგურებისთვის უჩივის.

როგორც ტელეარხი Fox 17 იუწყება, 40 წლის კაცი მშობლეთან საცხოვრებლად მიჩიგანის შტატის ქალაქ Grand Haven-ში 2016 წელს, ცოლთან განქორწინების შემდეგ გადავიდა. იქ მან 10 თვე გაატარა და ბინა მშობლების მოთხოვნით დატოვა.


2017 წელს, მას შემდეგ, რაც მან ინდიანაში ახალი ბინა იპოვა, მშობლებმა დარჩენილი ნივთები გაუგზავნეს. გზავნილის შემოწმების შემდეგ ჩარლიმ აღმოაჩინა, რომ დაკარგული იყო მისი პორნოფილმებით სავსე 12 ყუთი, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა. მშობლები აღიარებენ, რომ შვილის პორნოკოლექცია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაანადგურეს, და რომ შეეძლოთ, ამას ისევ გააკეთებდნენ.


ჩარლიმ მშობლების მოქმედებას უსამართლობა უწოდა და ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადა. მისი კოლექცია $29 000-ად შეფასდა. მამაკაცმა საჩივარი სასამართლოშიც შეიტანა და მორალური ზიანის ასანაზრაურებლად $86 000 მოითხოვა, თუმცა მშობლების წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე პროკურატურამ მას უარი უთხრა.