"შავლეგო ამ ფსიქოლოგში დედობრივ სიყვარულს ეძებს, იმას რაც თავის დროზე დედისაგან ვერ მიიღო"

  • თბილისელები
  • 15 აპრილი 14:25

"ჩემის ცოლის დაქალებში" შაგუს ფსიქოლოგის როლს გრიბოედოვის თეატრის მსაიობი კარინა ყენია  ასრულებს. მისთვის ეს პირველი როლია, რომლითაც მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.

კარინა ყენია: თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი გმირი გიჟი იყო. ახლა ვხვდები, რომ უწყინარი ქალია, რომელსაც ცუდი არავისთის უნდა. ბოროტი არაა და სიკეთეს როგორც შეუძლია ისე აკეთებს


 - როგორ გახდით ფსიქოლოგი?


 - ჩვენი თეატრის მსახიობი და ჩემი რძალი ნინა კალატოზიშვილი სერიალში ერთ-ერთ როლს თამაშობდა და მას უთხრეს, ფსიქოლოგი გვჭირდება და რუსულ თეატრში ხომ არ გყავთ მსახიობი, რუსულ-ქართულად რომ ლაპარაკობდესო და იმან ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. ქასტინგზევე გადაწყდა რომ ამ როლზე მე ამიყვანდნენ.


- მგონი შავლეგოს შეუყვარდა თავისო ფსიქოლოგიო, ვკითხულობდი მაყურებლის კომენტარებს


- ადრე წერდნენ მსგავს რამეს, მაგრამ ახლა უკვე გამოჩნდა, რომ ასე არაა და მათ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა აქვთ. შავლეგოს დედა ცივი ქალია, შვილის მიმართ სითბოს და სიყვარულს არ ამჟღავნებს და მე მგონია, რომ შავლეგო ამ ფსიქოლოგში დედობრივ სიყვარულს ეძებს, იმას რაც თავის დროზე დედისაგან ვერ მიიღო. ის მისი თანამოაზრეა, ვისთანაც შეუძლია გულახდილი იყოს. თუ საჭირო იქნება, იტირებს კიდევაც და იმდენად გაუშინაურდა რომ მასთან იგინება უკვე. მეც, ისე, როგორც ყველას რეალურ ცხოვრებაში მომირგია ფსიქოლოგის როლი.

წყარო: თბილისელები