კუ რომლის მსგავსიც ბუნებაში მხოლოდ სამია მოკვდა

  • imedinews.ge
  • 15 აპრილი 13:38

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობის კუ ჩინეთში მოკვდა, შედეგად კი დღეს Rafetus swinhoei-ის სახეობის მხოლოდ სამი კუ შემორჩა ბუნებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კუ მდედრობითი სქესის იყო და ის სუჯოუს ზოოპარკში ცხოვრობდა. სპეციალისტები ცდილობდნენ, რომ ხელოვნურად გაეხანგრძლივებინათ კუს სიცოცხლე, რომელიც 90 წელზე მეტი ხნის იყო. 


კუს ეს სახეობა გაქრობის პირას არის, რომლის ერთი წარმომადგენელიც ამავე ზოოპარკში ცხოვრობს, ორი კი ვიეტნამში. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge