ავტობანზე მოძრაობა აღდგა

  • pia.ge
  • 12 აპრილი 05:08, 2019 წელი

გორთან, ავტობანზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ტრანსპორტის გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განახლდა. 

ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს.


გარდა ამისა, უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის  276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


ავტობანზე, ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.


ავტომობილებს კი, გადაადგილება შემოვლითი გზით უწევდათ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge