ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ანსამბლმა „რუსთავი“ ჩაკრულო შეასრულა

  • pia.ge
  • 10 აპრილი 09:21, 2019 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  მონაწილეებს ამწუთებში სიტყვით მიმართავს.

მანამდე კი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ანსამბლმა „რუსთავი“ ჩაკრულო შეასრულა.

ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.

ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს,  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge