ივანიშვილი: რაც ხდება „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ

  • pia.ge
  • 10 აპრილი 00:43

"მე პირიქით, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ უტევს",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

 „კითხვები ჩემ მიმართაა, მე კითხვები არ მაქვს, ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება ორკესტრირებულ შეტევას, ამის კარგი მაგალითი იყო „ქართუ ბანკი“ 2011 წელს, აი ეს იყო ორკესტრირებული შეტევა. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, მე პირიქით, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ უტევს. საბაკო სისტემაზე და ჩემზე რომ მიანიშნებენ მე თავს უფლევას მივცემ და შევახსენებ საზოგადოებას რომ სწორედ „ქართუ ბანკმა“ ჩანასახში როდესაც საბანკო სისტემა ვითარდებოდა საქართველოში და „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა, სწორედ „ქართუ ბანკმა“ მოახერხა მაშინ და მისი გახნის მიზეზის სწორედ ეს გახლდათ, რომ არა ფული მეკეთებინა საქართველოში, არამედ რომ დავხმარებოდი საბანკო - საფინანსო სისტემის განვითარებას და საინვესტიციო კლიმატი გამეუმჯობესებინა ქვეყანაში. „აბსოლუტ ბანკი“ და მე ამას მწამებენ, რომ დაანგრია საბანკო სისტემა, გაიხსენონ ვინც იყვნენ მონაწილეები, მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც შეგიძლიათ კითხოთ, როგორი მძიმე სიტუაცია იყო, როგორ დავიხსენით ეს ძალიან ცუდი სიტუაცია და გადავიყვანეთ პოზიტიურში. რაც შეეხება ზოგადად თიბისი ბანკთან და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა - მან ეს ყველაფერი დაამტკიცა, დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები, იქაც გაკეთდა შესატყვისი რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილი არიან სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა. კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები. საფუძვლად აქვთ 10-11 წელი და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერც წარმომიდგენია, რაც მაშინ მოხდა. 10-11 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, კანონი ამას ითვალისწინებს, მეორე, 2012 წელს, ჩვენ როდესაც მოვედით, 1 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ მოახერხეს 29-ში, უკანა რიცხვით, დასვენების დღეს ამ კრედიტის ჩამოწერა. ხანგრძლივობასც თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი. 11 რომც იყოს მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო ეს ტრანზაქცია კარგი იქნებოდა? რას იტყოდნენ ამაზე? ტრანზაციაზე აგონ პასუხი როგორი უხეშია. მე აღარ მოვყვები, რამდენჯერმე ითქვა ტელევიზიით 17 მილიონი როგორ გაიცა, ასეთი უხეშო ტრანზაქცია. ამას არ სჭირდება პროფესიონალი ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ ეს გაიგო. ამის შემდეგ როგორ ამოეღებათ ხმა",-განაცხადა ივანიშვილმა. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge