ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი საკუთარ თავს ატყუებს, მშიშარა კაცია ,უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს

  • pia.ge
  • 10 აპრილი 00:43

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

"მაგი  საკუთარ თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს, უნდა ციხეში ჩაჯდეს, სად უნდა ჩამოვიდეს? როგორ უნდა ჩამოვიდეს? რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის გვერდიგვერდ ტოლებად მოხსენიება?! ამ კითხვას დავუსვამდი მე მასაც და ტელემაყურებელსაც. რაც შეეხება მაგ კითხვას, ეგ მართლაც საინტერესოა და მრავალმხრივ მესმი მე და ხშირად გვიპირისპირდებიან: „აირჩია სააკაშვილი, აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რამეთუ, საპრეზიდენტო არჩევნებსაც იხსენებნ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, შევახსენეთ, ვინ იყვნენ ისინი და მივითღეთ შესატყვისი გამარჯვებაც. რათქმა უნდა, ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, და თუ საშუალებას მომცემთ, მე პატარა ანალიზსაც გავაკეთებდი, რა არის მიზეზი, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი ოპონენტი, ოპონენტებსაც ვერ ვუწოდებთ ამათ, შეიძლება სხვა სახელი შევარჩიოთ, მაგრამ ამ ლექსიკით გავყვეთ: ის, რასაც მე ვამბობდი ჩემს წეილში და დღეს არვიცი რამდენად მოვახეხე მასზე აქცენტის გაკეთება, რომ ჩვენ ოცდაერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონიმიკის დანგრევა იმ დონეზე, რომ ათწლეულებით უკან გადავაგდეთ ეკონომიკა და დღეს „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ წინა...სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ წავიკიტხე გუგავას განცხადება, რომ ძალიან ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ჩვენ უნდა დავიწყოთ ქუჩაში გამოსვლები, თანაც უვადო გამოსვლები, რაღაც აქციები",-განაცხადა ივანიშვილმა. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge