ბიძინა ივანიშვილი "თიბისი ბანკის" საქმეზე: ველურ გარემოში, რუსეთშიც ასეთი ტრანზაქციები არ კეთდებოდა 

  • pia.ge
  • 10 აპრილი 00:43, 2019 წელი

"ველურ გარემოში რუსეთშიც ასეთი რამე არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქციები კეთდებოდა",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით "იმედს" განუცხადა. 

 

„ასე კი არ უნდა დავსვათ კითხვა, ქადაგიძის წასვლიდან 1 წლის შემდეგ ემთხვევა დაახლოებით ვადა. ქადაგიძე, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და იქედან იმართებოდა. მე არ ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ. ეს საქმე დაიწყო დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლით და გუნდის შეცვლით მე თუ მკითხავთ, როდესაც კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და როდესაც ჩემი აზრით, სტრუქტურებმა დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება, და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს უხეში ტრანზაქცია, რომელიც მარტივი აღმოსაჩენი იყო, აღმოაჩინა  - ალბათ არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება რატომ და როგორ აღმოაჩინა. ძალიან მარტივადაა ყველაფერი, რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი, ან 11 წელი, რომელიც უსაფუძვლოა და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არც ეს არ მოდის. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრონ. მე ბიზნესი რომელ წელს დავიწყე და ველურ გარემოში რუსეთშიც ასეთი რამე არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქციები კეთდებოდა. ბანკი მეც მქონია რუსეთშიც და აქაც მაქვს ბანკი  - ასეთი უხეში ტრანზაქცია და ამის მერე აშკარად ჩემზე ბრალდებები გადმოდის, რომ  ივანიშვილს უნდა ბანკი - მერე ივანიშვილს უნდა რომ ბანკი დაანგრიოს, ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ რამდენიმე თვეა“,- აღნიშნა ივანიშვილმა. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge