დაბა ლაითურში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

  • pia.ge
  • 9 აპრილი 16:15

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.


ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge