გვანცა დარასელია: “ბოტოქსს ვიკეთებ, მიმიკური ნაოჭი მაქვს და არ მინდა, რომ ღარი გამოჩნდეს”

  • სარკე
  • 9 აპრილი 14:38

გვანცა დარასელიასთვის სანამ ტელევიზია გახდებოდა ცხოვრების მთავარი საქმე, მანამდე იყო სამოდელო ბიზნესი, სადაც გამორჩეული სახე გახლდათ.

კარგად იცოდა, პოდიუმზე როგორ წარმოეჩინა თავი და ახლაც იცის, მის ეკრანულ იმიჯს რა სჭირდება. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას, ჩაცმის სტილს…


და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, გვანცა თვლის, ქალი რომ კარგად გამოიყურებოდეს, მთავარი მის გვერდით მდგომი მამაკაცია. მას ამ მხრივაც გაუმართლა. ქმრისგან, ყოფილ მორაგბე ვახო მჭედლიძისგან, ყურადღება არასოდეს აკლია.


– გვანცა, როდის დაიწყეთ გარეგნობასა და თავის მოვლაზე ზრუნვა?


– მაშინ, როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. პატარაობისას საკმაოდ ბავშვური ვიყავი და არ მქონდა მისწრაფებები ქალურობისკენ, თავის მოვლისკენ. რაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მას მერე ვისწავლე მაკიაჟის კეთებაც. ახლა უკვე თავადაც შემიძლია კარგი და ხარისხიანი მაკიაჟის გაკეთება. თუ მთხოვენ, სხვებსაც ვუკეთებ.


– როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?


– პირველ რიგში, კომფორტული. უკვე უფრო მეტად ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ, ეთერშიც ასეთი იმიჯი მაქვს და გამოპრანჭული არ ვზივარ.


– როგორ უვლით სახის კანს და თმას?


– ისეთი პროფესია მაქვს, რომ სახის კანი ძალიან რთული თემაა ჩემთვის. საეთერო გრიმის შემდეგ საკმაოდ დიდი მოვლა სჭირდება, რაც დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან და, პირველ რიგში, ნერვებთან. სახის კანი საკმაოდ გამიფუჭდა ამ ყოველდღიური მაკიაჟის, განათებისა და სტრესისგან. ვცდილობ, რაც შეიძლება მალე და ხარისხიანი საშუალებებით მოვიშორო მაკიაჟი და სახე გავისუფთავო.


რაც შეეხება თმას, ამ მხრივ კარგად მაქვს საქმე, რადგან არ ვიღებავ. არც არასოდეს შემიღებავს, მაქვს ბუნებრივი ფერი და ვცდილობ, სხვადასხვა მექანიკური საშუალებებითაც ძალიან არ დავაზიანო.


– პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობთ?


– პლასტიკური ქირურგია უდიდესი გარღვევაა მედიცინაში, დიდ ბედნიერებას ანიჭებს ქალებს, რომლებიც გარკვეულ ასაკში შედიან ხოლმე. ძალიან კარგია, როდესაც თუნდაც რაღაც დროით შეგიძლია შენს უნაოჭო სახეს უცქირო სარკეში.


– თქვენ თუ მიგიმართავთ პლასტიკური ქირურგისთვის?


– არა. ფილერები და ზედმეტი რაღაცები არ მომწონს და არც მინდა. არ მინდა, ვინმეს ვგავდე. ბოტოქსს ვიკეთებ, მიმიკური ნაოჭი მაქვს და არ მინდა, რომ ღარი გამოჩნდეს.


– როგორ ფიქრობთ, ცხოვრებისეული გამოცდილება თუ აისახება ქალის გარეგნობაზე და, თქვენი აზრით, რა არის ქალურობა?


– არ მიყვარს, როცა ადამიანს გარეგნობაზე ეტყობა მისი შინაგანი მდგომარეობა. არ მინდა, სხვას გადავდო ჩემი განწყობა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე. ვისაც ძალიან მძიმე, სტრესული ცხოვრება ჰქონდა, ალბათ მის ვიზუალზე აისახება.


რაც შეეხება ქალურობას, მთავარია, არ იყოს ხელოვნური. ზედმეტი რაღაცების გარეშე რომ მოექცევა ყურადღების ცენტრში, მე ეს მგონია ქალურობა.


– ძლიერი ქალი ხართ?


– ვფიქრობ, რომ ვარ, მაგრამ იმდენად ძლიერი მამაკაცი მყავს გვერდით, ჩემს თავს შევატყვე, რომ ხშირად ვარ მასზე დამოკიდებული კარგი გაგებით. როცა ვიღაცის იმედი გაქვს, თითქოს შენ მსუბუქდები და ეშვები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებებში, რაც უკავშირდება ოჯახის მენეჯმენტს, ყოჩაღი ვარ.


– როგორ ფიქრობთ, რითი მოხიბლეთ მომავალი ქმარი?


– ერთმანეთი რომ გავიცანით, მე 20 წლის ვიყავი. ამ ასაკში სხვანაირად ხალასი ხარ, სხვანაირად ბუნებრივი და ალბათ ეს მოეწონა ჩემში. პირველ რიგში კი, ალბათ მაინც გარეგნობით მოვხიბლე.


– ქმარი კომპლიმენტებით ხშირად განებივრებთ?


– ადრე უფრო მანებივრებდა.


– განსაკუთრებული საჩუქარი რა გახსენდებათ, რომელიც ქმრისგან მიიღეთ?


– ერთხელ თეთრი კედები მაჩუქა, რომლებსაც ეწერა: “მე მიყვარს გვანცა”.


– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?


– მეუღლის, რადგან საკმაოდ კრიტიკულია.


– ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ საკუთარ თავში?


– მტერიც რომ იყოს, მისი ცუდით ვერ გავიხარებ. კიდევ ის, რომ წყენა ადვილად მავიწყდება და შემიძლია ადამიანს ადვილად ვაპატიო. რაც არ მომწონს, არის ის, რომ საქმის გადადება მიყვარს და ამაზე უნდა ვიმუშაო.


– რას ურჩევდით ქალებს, რომ მუდამ კარგად გამოიყურებოდნენ? ერთი მარტივი რჩევა თქვენგან.


– პირველ რიგში, შეარჩიონ სწორი მამაკაცი. მამაკაცს შეუძლია სახლიდან გამოგიშვას გასხივოსნებული, შეიძლება თმააწეწილი, მაგრამ მაინც გასხივოსნებული დაშეუძლია პირიქითაც, რაც უნდა მოწესრიგდე, მაინც ჩამქრალი იყო. საერთოდ კი, თუ თმა გაქვს მოწესრიგებული, მეტნაკლებად შეგიძლია, რომ თავი წარმოაჩინო. მთავარი სწორი 

წყარო: სარკე