ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

  • pia.ge
  • 9 აპრილი 13:31

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება.

შესაბამის ბრძანებას ხელი ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა.


ტოკაევის აზრით, პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული.


„უნდა გაგრძელდეს მუშაობა სოციალური პროგრამების ეფექტური რეალიზებისთვის. ამის გაკეთება მხოლოდ ხალხის ნების გამოვლინების პირდაპირი წესით იქნება შესაძლებელი. ყაზახეთი - დემოკრატიული სახელმწიფოა და პრეზიდენტი ხალხის ნების შესაბამისად იქნება არჩეული“,-აღნიშნა ტოკაევმა.


ყახაზეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 20 მარტს კი, კონსტიტუციის შესაბამისად ტოკაევი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, რადგან სენატის სპიკერის თანამდებპბას იკავებდა.


დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ ნაზარბაევის შვილი დარიგა ნაზარბაევა პრეზიდენტად კენჭისყრას არ გეგმავს. სწორედ დარიგას განიხილავდა საექსპერტო საზოგადოება თანამდებობაზე მამის შემცვლელად.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge