რატომ ვერ დაესწრება ვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას დაკრძალვას?

  • pia.ge
  • 8 აპრილი 15:20

მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას დაკრძალვას ვერ დაესწრება.

როგორც კიკაბიძემ რუსულ მედიას განუცხადა, „ხვალ დაკრძალავენ. მე ვერ დავესწრები, საავადმყოფოში ვწევარ“.


ადრე მსახიობმა განაცხადა, რომ დიალიზის პროცედურას იკეთებს.


კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში 4 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


„მიმინოს“ რეჟისორს 9 აპრილს, მოსკოვში  დაკრძალავენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge