ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროში მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო

  • pia.ge
  • 8 აპრილი 12:07

მეტროსადგურ "დელისთან" ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლიდან მგზავრები გაიყვანეს.  

როგორც "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა დღეს 10:00 საათისთვის მოხდა.


უწყების განმარტებით, მატარებელში სპეციფიური სუნის გამო, მემანქანემ ინსტრუქციის შესაბამისად ვაგონის დაცლა და მისი ჩიხში შეყვანა გადაყწვიტა. 


სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევას შეფერხება არ გამოუწვევია, მგზავრებმა კი სხვა მატარებლით ისარგებლეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge