ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოდანაშაულის ერთ-ერთ სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა შემოიღეს

  • pia.ge
  • 4 აპრილი 23:35, 2019 წელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი. 

კანონპროექტის მიხედვით სასჯელის სახედ და ზომად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა განისაზღვრა.

ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, შესაბამისი მუხლით გასამართლებულები შეწყალებას არ დაექვემდებარებიან,

დე ფაქტო რესპუბლიკის „კანონში“ ცვლილებები ძალაში 2020 წლიდან შევა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge