ლადო აფხაზავას 3 საცოლე გაუთხოვდა

  • სარკე
  • 3 აპრილი 12:43

ჟურნალი "სარკე" დღესვანდელ ნომერში პედაგოგ ლადო აფხაზავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ არის ის ამ დრომდე დაოჯახებული აფხაზავა პასუხობს:


_ ბევრმა რამემ შემიშალა ხელი. დაოჯახებას მაშინ ვაპირებდი დედაჩემი ავად რომ იყო. ვფიქრობდი მომესწრო, სანამ გარდაიცვლებოდა. რომელ დღესაც დაოჯახება გადავწყვიტეთ, იმ დღეს გადაიცვალა დედა. სამ კვირაში კი ის გოგო მოიტაცეს. მერე კიდევ ორი გოგონაზე ვაპირებდი დაქორწინებას, მაგრამ ისინიც მოიტაცეს. დედაჩემის მერე მამაც მალე დამეღუპა. როდესაც დედ-მამა დამეღუპა, არვიყავი მზად ცხოვრებისთვის. სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ სხვებისთვის მესწავლებინა, ისინი მომემზადებინა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეები ჩემზე ძლიერები ყოფილიყვნენ და ეს შევძელი", - ამბობს აფხაზავა.


ლადო აფხაზავა 2010 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს, ხოლო 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა

წყარო: სარკე