დღეიდან ჰომოსექსუალებს სიკვდილით დასჯიან - ბრუნეიში დღეიდან ახალი კანონი ამოქმედდა

  • რეზონანსი
  • 3 აპრილი 12:11

ბრუნეიში დღეიდან ახალი კანონი ამოქმედდა.

ჰომოსექსუალებს შორის სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და სიკვდილით, კერძოდ კი, ჩაქოლვით დაისჯება. აზიური სახელმწიფოს ახალი კანონი სხვა დანაშაულებს და სასჯელებსაც მოიცავს:


სიკვდილით დაისჯება ქორწინებაში მყოფი პირის სქესობრივი კავშირი მესამე პირთან, გაუპატიურება და სოდომური ცოდვა; ქურდობის შემთხვევაში კი, სასჯელის სახით, კიდურის ამპუტაციაა გათვალისწინებული.


ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით, ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი საჯარო სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "მსურს ჩვენს ქვეყანაში ისლამური სწავლება და წესები უფრო ძლიერი გახდეს".


ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ახალი კანონის შემოღებამდეც დანაშაულად ითვლებოდა და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.


ბრუნეის ლგბტ თემმა შეშფოთება გამოხატა, ახალ კანონთან დაკავშირებით, და მას „შუა საუკუნეების სასჯელი“ უწოდა.

წყარო: რეზონანსი