„მიცვალებულს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ...“ - სასტუმროში დაღუპული ბიჭის დაკარგულ ტელეფონს მაშველთან მიაგნეს

  • რეზონანსი
  • 3 აპრილი 12:04

შოთო სიხარულიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: 

"მიცვალებულს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ, თან გარდაცვლილი დედისერთა სტიქაროსანის ფოტოებს და ვიდეოებს ნახავ და წაშლი... რა ადამიანი ხარ? სიმ ბარათს 1 წლის მერე ჩადებ და პოლიცია ნომრის გააქტიურებისთანავე თავზე დაგადგება... (წაუშლია "ლეოგრანდში" დაღუპული ბექა შატაკიშვილის სურათები და ვიდეოები და მისი "ფეისბუქი" ჰქონია გახსნილი. მისი ცოლშვილის ფოტოებით ვიდეოებით) არ ვიცი რა ვთქვა, გული დამეწვა და დამეთუთქა ბექას დედა ასე გამწარებულია, ეს რა ჩაიდინა მაშველმა.... როგორ ეძებდა დედა მისი შვილის მობილურს რომ ეტარებინა, მისი შვილის ნივთი ჰქონოდა, მისი ნომერი, ფოტოები, ვიდეოები და ყველაფერი, რაც მის ერთადერთ შვილს უკავშირდებოდა... გავქვავდი ენა ჩამივარდა...


მეც ქართველი უნდა მერქვას და მაგასაც? ეგეც ბათუმელი უნდა იყოს და მეც? სულ გადაჯიშდა და გადაგვარდა ეს ხალხი უკვე გადაშენების პირას არიან... ბექას დედის წერილმა დამშოკა ეს რომ წავიკითხე, შვილის მობილურს ვეძებდიო...


მე ამისთანა უზნეო და უნამუსო ადამიანი, ჩლუნგი, გაუნათლებელი, ბოროტი, უზნეო, ნაძირალა, უჯიშო არსება თუ იქნებოდა ჩემი თანაქალაქელი რას ვიფიქრებდი? ძალიან სამარცხვინო მაშველია ეს ძალიან! უბრალოდ, სირცხვილი არც იცის რა არის!"

წყარო: რეზონანსი