ახალციხეში დაკარგული ქალის გვამი მდინარეში იპოვეს

  • pia.ge
  • 31 მარტი 13:24, 2019 წელი

70 წლამდე ქალი, რომელსაც ახალციხეში რამდენიმე დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარს მყვინთავებმა მდინარეში მიაგნეს.


"სამძებრო სამუშაოები ხორციელდებოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ შესაძლოა მდინარეში ყოფილიყო. გამოვიძახეთ თბილისიდან მყვინთავები და გუშინ, 30 მარტს იპოვეს", - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.


როცა ქალი გაუჩინარდა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულიხსმობს. გვამის პოვნის შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

სრული ვერსიის ნახვა pia.ge