როგორ გამოიყურება და რა ეღირება ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა

  • რეზონანსი
  • 30 მარტი 12:02

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საქართველოს ფოსტა“ მისი სახელობის მარკას გამოსცემს.

მისი ნომინალური ღირებულება 2 ლარი იქმება, ტირაჟი კი - 20 000. მარკის პრეზენტაცია 31 მარტს, გამსახურდიას დაბადების დღეზე გაიმართება. 


მარკის დიზაინი გოგა ქართველიშვილს ეკუთვნის. მარკაზე წითელი, შავი და თეთრი ფერები დომინირებს, რაც საქართველოს იმდროინდელი დროშისა და გერბის ფერებია. მარკაზე დატანილი პორტრეტი იგივეა, რაც თავად ზვიად გამსახურდიას მიერ 1990 წელს გამოცემულ წიგნის ყდაზეა გამოსახული.


 

წყარო: რეზონანსი