ბანგლადეშში მრავალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

  • pia.ge
  • 29 მარტი 10:33, 2019 წელი

ბანგლადეშის, ქალაქ დაკაში 19-სართულიან  შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, წერს ადგილობრივი გაზეთი Dhaka Tribune.

 

დაშავებულია 70 ადამიანი.


მედიის ინფორმაციით, 18 ცხედარი შენობაშია ნაპოვნი, 6 ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მრავალსართულიან შენობაში ხანძარი, რომელშიც ტანსაცმლის ექსპორტიორთა და ინტერნეტ-პროვაიდერების ოფისებია განთავსებული, 28 მარტს გაჩნდა.


ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ 4 საათის შემდეგ მოხერხდა, მომხდარის მიზეზი უცნობია.


სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამსახურის ხელმძღვანელის ენამურ რაჰმანის განცხადებით, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.


სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge