სალომე გოგიაშვილი: ,,ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, მის გვერდით ვიქნები”

  • სარკე
  • 21 მარტი 10:38

სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა და არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრშია.

გთავაზობთ ამონარდს სალომე გოგიაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან სარკეს მისცა. 


– სალომე, როგორ მიედინება თქვენი ცხოვრება ამ ეტაპზე?


– არასტანდარტულად. არამხოლოდ დიასახლისი ვარ, ბევრი საქმე მაქვს, თან შვილებს ვაქცევ ყურადღებას და ცოტას ვდიასახლისობ კიდეც. როგორც კი ცხოვრების სტანდარტული ეტაპი დგება, მეწყება დეპრესია, ვხდები ცუდად, მოწყენილი ვარ და მაშინვე ვიწყებ ახლის ძიებას. ამიტომაც გამოიყურება ჩემი ცხოვრება ქაოსურად.


 ერთი შეხედვით უდარდელად ცხოვრობთ.


– ყველა ადამიანი გარკვეულ იმიჯს ირგებს, ზოგი გვაჩვენებს, რომ ძალიან ამბიციურია, ზოგი მძიმე ხასიათს ავლენს, მე პოზიტიური, მხიარული და, დაგეთანხმებით, უდარდელი ვარ. თუმცა არის პერიოდები, როცა ნევროზის ძალიან ძლიერი შემოტევები მაქვს, მაგრამ, ოჯახის წევრების გარდა, ამას არავინ ხედავს.


– რა იწვევს ამ მდგომარეობას?


– ხან რა, ხან რა, მეტწილად – ნერვიულობა. ამ დროს სახლში ვარ და ჩემს პრობლემას არავის ვახვევ თავზე. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები.


– ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადრე ძალიან დაგეხმარათ, რომ ბინა არ დაგეკარგათ. ეს ფაქტორიც თამაშობს გარკვეულ როლს თქვენს პოზიციაში?


– არამარტო მე, მთელ საქართველოს ეხმარება, მაგრამ ბევრმა უცებ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ამ ადამიანმა ხელი გამიმართა, დამეხმარა. ბიძინა პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები და ბოლომდე გავყვები, გვერდით დავუდგები, როგორც შემეძლება.


 

წყარო: სარკე