ინდოეთში შენობა ჩამოინგრა, შენობაში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა

  • pia.ge
  • 19 მარტი 17:49, 2019 წელი

ინდოეთში, კარნატაკას შტატის, ქალაქ დჰარვატში შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

Times of India-ს ინფორმაციით, შენობა იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც შენობის პირველ და მეორე სართულებზე 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აღნიშნულია, რომ შენობაში 60-მდე მაღაზია ფუნქციონირებდა.


თავის მხრივ სააგენტო ANI პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შენობის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა.


სამართალდამცველების ინფორმაციით, ნანგრევებში, შესაძლოა, 40 ადამიანი იყოს მოყოლილი.


ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge