„8 ჭიქაში, 1300 ლარი... ან გოგოები არიან „მისახედი” თაღლითობისთვის, ან „ზავეძენია”

  • ალია
  • 10 მარტი 16:38

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქზე წერს:

„ხალხო მეგობარს გაუჩალიჩეს, ტურისტს, გუშინ შევიდა სადღაც  ვიღაც გოგოები მიუჯდნენ, გაეპრანჭენ, შეუკვეთეს სასმელი, ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძაან სწრაფად - ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა - ისენიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად...


შეუკვეთეს სულ 8 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ გაუსწორდა და ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1308 ლარი!! )


ამან რო ამოიღო ხმა - ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები...


ძაან დაღლილმა და გარშემო ისე ალყაშმორტყმულმა რო გასაგები იყო რო გააცურეს, მამენტ შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა.


კი - ყველგან ხდება, და არა - ვაფშე არ ასწორებს და თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ - მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს ყ...


ხოდა რა შეიძლება გავაკეთო? - ხო მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი.


თვითონ ფიქრობს რო გოგოები სქემის ნაწილი იყვნენ, სასმელი რასაც ის გოგოები უკეთავდნენ ძაან ბანძი იყოო და არაფერი ისეთიო (გემო გავუსინჯე რო მოქონდათო), უცებ არც მიფიქრია რო რამე ისეთი იქნებოდაო...


8 ჭიქაში, 1300 ლარი...


ხოდა ან გოგოები არიან „მისახედი", თაღლითობისთვის, ან „ზავეძენია" კი არა - ხო გასაგებია რო შეთქმულებაში არიან ორივე...


მომეხმარეთ სად მივდგე და ვის, პროსტა პრინციპის გულისთვის, რო არსებობს ტურისტებზე ფულის კეთება და არსებობს მერე ეს...


ტაქსის მძღოლმა რო თბილისის ზღვაზე აიყვანა ტურისტი, 300 დოლარი გამოართვა და ესაა ბათუმიო უთხრა ეგ პონტიო, ამათმაც რაღაც წყალი დაუსხეს და 1300 ლარი დაუწერეს."


 

წყარო: ალია