მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 116 წლის იაპონელი ქალი დასახელდა

  • 1tv.ge
  • 9 მარტი 14:47

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 116 წლის იაპონელი ქალი დასახელდა.

გინესის რეკორდების წიგნში შესული კეინ კანატა კუნძულოვანი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფუკუოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულის მინიჭების ცერემონია სწორედ ამ შენობაში გაიმართა.


კიენ კანატა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. 1922 წელს დაქორწინების შემდეგ ოთხი შვილი გააჩინა, ერთი კი იშვილა. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, 116 წლის კანატა დილის 06:00 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge