2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა

  • pia.ge
  • 9 მარტი 12:31, 2019 წელი

"2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა",-ამის შესახებ  საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილი მიმართვამია აღნიშნული. 

"საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს


როგორც მოგეხსენებათ საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი ქალაქ ათენში საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 


ამ კუთხით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან. 


ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება და სხვა.


ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ.


საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს",-აღნიშნულია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge