სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე დღეს წარსდგება

  • pia.ge
  • 6 მარტი 10:09, 2019 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება.

პრეზიდენტი პარლამენტში 12:00 საათზე მივა.


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. ამის შემდეგ იგეგმება უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლა.


პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კითხვების რეჟიმი გათვალისწინებული არ არის.


პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge